• Resistance 3
    1.jpg
    Resistance 3
    At vero eos et accusamus et iusto odio dignissimos ducimus qui blanditiis praesentium voluptatum deleniti atque corrupti quos dolores et quas molestias excepturi sint occaecati cupiditate non provident... Read more
  • Anno 2070
    2.jpg
    Anno 2070
    At vero eos et accusamus et iusto odio dignissimos ducimus qui blanditiis praesentium voluptatum deleniti atque corrupti quos dolores et quas molestias excepturi sint occaecati cupiditate non provident... Read more
  • Asphalt 3D
    3.jpg
    Asphalt 3D
    At vero eos et accusamus et iusto odio dignissimos ducimus qui blanditiis praesentium voluptatum deleniti atque corrupti quos dolores et quas molestias excepturi sint occaecati cupiditate non provident... Read more
  • Call of Duty 4
    4.jpg
    Call of Duty 4
    At vero eos et accusamus et iusto odio dignissimos ducimus qui blanditiis praesentium voluptatum deleniti atque corrupti quos dolores et quas molestias excepturi sint occaecati cupiditate non provident... Read more
  • Fallout 3
    5.jpg
    Fallout 3
    At vero eos et accusamus et iusto odio dignissimos ducimus qui blanditiis praesentium voluptatum deleniti atque corrupti quos dolores et quas molestias excepturi sint occaecati cupiditate non provident... Read more

მთავარი » სპორტის ამბები
21 ოქტომბერს რუსთავის №17-ე კოლონიაში გიორგი დემეტრაძესთან ფეხბურთელები შევიდნენ და მინი-ფეხბურთში ამხანაგური მატჩი გამართეს. 

ეს ინფორმაცია "ქრონიკას" კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა. როგორც "ქრონიკას" უთხრეს, საფეხბურთო მატჩი დემეტრაძის მეგობრის, ფეხბურთელ ლადო ბურდულის ინიციატივით შედგა. 

"მინი-ფეხბურთში ეს მატჩი ჩემი ინიციატივით შედგა. მე დემესთან დიდი ხანია ვმეგობრობ და ამის გაკეთება დიდი ხანია, მინდოდა. 

რამდენიმე წლის წინათაც შევედით და ვითამაშეთ ფეხბურთი პატიმრებთან. მერე, დემე რომ დაიჭირეს, მქონდა მცდელობა, მაგრამ უარი მითხრეს. ახლაც ვცადე და სასჯელაღსრულების სამინისტროდან შაბათს დაგვირეკე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სპორტის ამბები | ნანახია: 584 | დაამატა: beka | თარიღი: 2012-10-22 | კომენტარი (0)

პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ფრანკ რიბერის პარიზულ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.

"ეს სიმართლეს არ შეესაბამება. რიბერი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ გუნდში მისთვის ადგილს ვერ ვხედავ.

ამ პოზიციაზე ძალიან ბევრი მოთამაშე მყავს", - თქვა ანჩელოტიმ.
კატეგორია: სპორტის ამბები | ნანახია: 475 | დაამატა: beka | თარიღი: 2012-10-22 | კომენტარი (0)

არაოფიციალური ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ გორის "დილას" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ დააფინანსებს. 

კლუბის პრესატაშე ზურაბ კარტოზია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ კლუბი ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ გორის "დილას" შსს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში აფინანსებდა.
კატეგორია: სპორტის ამბები | ნანახია: 602 | დაამატა: beka | თარიღი: 2012-10-22 | კომენტარი (0)

გორის "დილა" რომ მაღალკვალიფიციური ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, თქმა რად უნდა - ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, საინტერესო ახალგაზრდები, ლეგიონერები....

მას შემდეგ, რაც "დილა" ევროსარბიელს გამოეთიშა, ეროვნულ ჩემპიონატში მიჯრით ექვსი თამაში მოიგო. წინა ტურში "დილამ" ფოთის "კოლხეთი " დაამარცხა (3:0) და ერთ-ერთი გოლი ირაკლი კლიმიაშვილმა გაიტანა. ეს მისი პირველი გოლი იყო "დილაში".

24 წლის კლიმიაშვილი თავის დროზე ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახლდათ, რამდენჯერმე იყო მიწვეული ეროვნულ ნაკრებშიც. შარშან ის "ვიტ ჯორჯიადან" მახაჭყალის "ანჟიმ" შეიძინა და ტაშკენტის "ფაქთაქორში" გაანათხოვრა. ამის შემდეგ კი კლიმიაშვილი "დილაში" აღმოჩნდა...
კატეგორია: სპორტის ამბები | ნანახია: 519 | დაამატა: beka | თარიღი: 2012-10-22 | კომენტარი (0)


მადრიდელებმა მზადება ჩემპიონთა ლიგის მესამე ჯგუფური ეტაპის შეხვედრისთვის დაიწყეს. სადაც ისინი "დორტმუნდის ბორუსიას" დაუპირისპირდებიან. მოურინიოს პირველი გუნდის ყველა ფეხბურთელი ჰყავდა, ტრავმირებული მარსელოს, კოენტრაოს და არბელოას გარდა. ხედირა, რომელმაც გუნდის ბოლო ვარჯიში გამოტოვა, დღეს თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა.


ფეხბურთელები რამდენიმე ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. კასილასი, რამოსი, პეპე, ვარანი, ესიენი, ხაბი ალონსო, მოდრიჩი, ხედირა, იოზილი, დი მარია, კრიშტიანუ რონალდუ & იგუაინი. ეს მოთაშეები პირველ ჯგუფში შედიოდნენ. ამ თორმეტ მოთამაშეს რუი ფარია ხელმძღვანელობდა.

მეორე ჯგუფში მეკარეებს ადანს და ხესუსს, სილვიო ლოურო წვრთნიდა. ხოლო მესამე ჯგუფში კი მეორე გუნდის ფეხბურთელები ემზადებოდნენ. ჟოზე მოურინიო ყურადღებით ადევნებდა თვალს ფეხბურთელების მუშაობას.
კატეგორია: სპორტის ამბები | ნანახია: 483 | დაამატა: shotson-admin | თარიღი: 2012-10-22 | კომენტარი (0)


ზიდანმა თავის და მოურინიოს ურთიერთობაზე ისაუბრა პრესასთან ინტერვიუში და მისი რეალიდან წასვლის მიზეზიც დაასახელა.


"მე არასოდეს მქონია კომფლიქტი მოურინიოსთან და არც რამე დაპირისპირება არ გვქონდა, პირიქით მე მას დიდ პატივს ვცემ როგორც მწვრთნელს და არაფერით ნაწყენი არ ვიყავი მისგან. ჩემი საფრანგეთში დაბრუნების მიზეზი ისა რომ მინდა აქ ვცადო ბედი ჩემს სამწვრთნელო კარერაში". - განაცხადა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა პრესასთან ინტერვიუში
კატეგორია: სპორტის ამბები | ნანახია: 518 | დაამატა: shotson-admin | თარიღი: 2012-10-22 | კომენტარი (0)


"რიასორზე" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "ბლაუგრანელები" სრულიად გადაერთვნენ ჩემპიონთა ლიგაზე. ორშაბათს ტიტო ვილანოვა 18:00-ზე "კამპ ნოუზე" ვარჯიშს ჩაატარებს. სამშაბათს კი გუნდს კიდევ ერთი სესია ელის, საღამოს კი შოტლანდიის ჩემპიონს "სელტიკს" დაუპირისპირდებიან ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩში. ოთხშაბათს და ხუთშაბათს კი გუნდი ვარჯიშს ჩაატარებს "სიუტატ ესპორტივაზე". შაბათს გუნდი მადრიდში გაემგზავრება სადაც ადგილობრივ "რაიო"-ს დაუპირისპირდება ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩში.



ორშაბათი, 22 ოქტომბერი
18:00 საათი - ვარჯიში "კამპ ნოუზე".



სამშაბათი, 23 ოქტომბერი
12:00 საათი - ვარჯიში "კამპ ნოუზე" 22:45 ("ბარსელონა" - "სელტიკი")



ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი

11:00 საათი - ვარჯიში ”სიუტატ ესპორტივაზე”



ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი

დასვენების ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სპორტის ამბები | ნანახია: 429 | დაამატა: shotson-admin | თარიღი: 2012-10-22 | კომენტარი (0)


ის, რომ ჟორდი ალბას ადაპტაცია ადვილი იქნებოდა ჩვენ ვიცოდით. იმის გათვალისწინება, რომ ”ბარსელონას” რიგებში ის მე-11 შეხვედრაში მოახერხებდა გოლის გატანას, თანაც მისი პოზიციის გათვალისწინებით, ნამდვილად რთული სავარაუდო იყო. ”დეპორტივოსთან” მატჩის დასაწყისში სესკის შესანიშნავმა გადაცემამ ”ბარსას” 18 ნომერს ბომბარდირებში დებიუტის საშუალება მისცა. ეს გოლი ძალიან გავდა მის მიერ ესპანეთის ნაკრებში გატანილ ბურთებს: პირველი მან ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიტანა იტალიასთან (0:4), ხოლო მეორე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ”ბელარუსიასთან” (0:4).



ყველაზე სწრაფი გოლი



ამგვარად ჟორდი ალბა ბომბარდირთა სიაში შევიდა, სადაც 10 მოთამაშე იმყოფება. მესიმ, ვილიამ , სესკმა, პედრომ, ჩავიმ, ადრიანომ, ტელიომ, ალექსისმა, პუიოლმა და ალბამ 33 გოლის გატანა 12 შეხვედრაში მოახე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სპორტის ამბები | ნანახია: 524 | დაამატა: shotson-admin | თარიღი: 2012-10-22 | კომენტარი (0)


კატალონიური ”ბარსელონას” ხელმძღვანელობა აპირებს, რომ გაასაჩივროს ხავიერ მასკერანოს მეორე ყვითელი ბარათი, რომლიც მან ”დეპორტივოსთან” შეხვედრაში მიიღო.




”ბარსელონაში” მიიჩნევენ, რომ მატჩის მთავარმა მსაჯმა, პარადას რომერომ არგენტინელი მცველისთვის მეორე ყვითელი ბარათის ჩვენებისას შეცდომა დაუშვა და იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია მოიხსნება.



შეგახსენებთ, რომ პრიმერას მე-9 ტურში ”ბარსელონა” გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდება ”რაიო ვალეიკანოს”.
კატეგორია: სპორტის ამბები | ნანახია: 578 | დაამატა: shotson-admin | თარიღი: 2012-10-22 | კომენტარი (0)


ინგლისის ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი" მზად არის შეიძინოს კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელი, კრისტიან ტელიო, იტყობინება El Mundo Deportivo.



გამოცემის ინფორმაციით ინგლისელები მოლაპარაკებებს იანვარში დაიწყებენ ისინი მზად არიან ფეხბურთელში 13 მილიონი ევრო გადაიხადონ. ტელიოს კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2013 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა ესპანელები მზად არიან ფეხბურთელთან კონტრაქტი გაახანგრძლივონ.



21 წლის ტელიო "ბარსელონას" პირველ გუნდში 2011 წლიდან გამოდის, მან გუნდის მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლის გატანა მოახერხა. ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში კრისტიანს 5 მატჩი აქვს ჩატარებული. ტელიოს გამოსასყიდი სატრანსფერო თანხა 7,5 მილიონს შეადგენს.

კატეგორია: სპორტის ამბები | ნანახია: 583 | დაამატა: shotson-admin | თარიღი: 2012-10-22 | კომენტარი (0)

1 2 »

ჩვენი გამოკითხვა

როგორია საიტი ?
სულ: 107

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

საიტის მეგობრები