4:50 PM ”ბარსელონა” მასკერანოს წითელ ბარათზე აპელაციას შეიტანს | |
კატალონიური ”ბარსელონას” ხელმძღვანელობა აპირებს, რომ გაასაჩივროს ხავიერ მასკერანოს მეორე ყვითელი ბარათი, რომლიც მან ”დეპორტივოსთან” შეხვედრაში მიიღო. ”ბარსელონაში” მიიჩნევენ, რომ მატჩის მთავარმა მსაჯმა, პარადას რომერომ არგენტინელი მცველისთვის მეორე ყვითელი ბარათის ჩვენებისას შეცდომა დაუშვა და იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია მოიხსნება. შეგახსენებთ, რომ პრიმერას მე-9 ტურში ”ბარსელონა” გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდება ”რაიო ვალეიკანოს”. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |