5:03 PM "თეთრების" პირველი ვარჯიში "ბორუსიასთან" მატჩისთვის | |
მადრიდელებმა მზადება ჩემპიონთა ლიგის მესამე ჯგუფური ეტაპის შეხვედრისთვის დაიწყეს. სადაც ისინი "დორტმუნდის ბორუსიას" დაუპირისპირდებიან. მოურინიოს პირველი გუნდის ყველა ფეხბურთელი ჰყავდა, ტრავმირებული მარსელოს, კოენტრაოს და არბელოას გარდა. ხედირა, რომელმაც გუნდის ბოლო ვარჯიში გამოტოვა, დღეს თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა. ფეხბურთელები რამდენიმე ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. კასილასი, რამოსი, პეპე, ვარანი, ესიენი, ხაბი ალონსო, მოდრიჩი, ხედირა, იოზილი, დი მარია, კრიშტიანუ რონალდუ & იგუაინი. ეს მოთაშეები პირველ ჯგუფში შედიოდნენ. ამ თორმეტ მოთამაშეს რუი ფარია ხელმძღვანელობდა. მეორე ჯგუფში მეკარეებს ადანს და ხესუსს, სილვიო ლოურო წვრთნიდა. ხოლო მესამე ჯგუფში კი მეორე გუნდის ფეხბურთელები ემზადებოდნენ. ჟოზე მოურინიო ყურადღებით ადევნებდა თვალს ფეხბურთელების მუშაობას. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |