მილანის "ინტერისა" და მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ივან სამორანომ პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ და არგენტინელი ლიონელ მესი ერთმანეთს შეადარა. იტყობინება ესპანური პრესა.
"ეს ორნი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან. რთულია მათ შორის არჩევანი გააკეთო. მაგრამ ამ მომენტისთვის ჩემი აზრით მესი უფრო უკეთ გამოიყურება ვიდრე რონალდუ. როცა მის თამაშს თვალყურს ვადევნებთ არაჩვეულებრივ სიამოვნებას ვღებულობთ, ასე რომ დღეს მესი უკეთესია ვიდრე რონალდუ." - ციტირებს სამორანოს სიტყვებს Footbal Espana
|