მთავარი »
2012 »
ოქტომბერი »
22 » "მანჩესტერ სიტის" ტელიოს შეძენა სურს
4:48 PM "მანჩესტერ სიტის" ტელიოს შეძენა სურს |
ინგლისის ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი" მზად არის შეიძინოს კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელი, კრისტიან ტელიო, იტყობინება El Mundo Deportivo.
გამოცემის ინფორმაციით ინგლისელები მოლაპარაკებებს იანვარში დაიწყებენ ისინი მზად არიან ფეხბურთელში 13 მილიონი ევრო გადაიხადონ. ტელიოს კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2013 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა ესპანელები მზად არიან ფეხბურთელთან კონტრაქტი გაახანგრძლივონ.
21 წლის ტელიო "ბარსელონას" პირველ გუნდში 2011 წლიდან გამოდის, მან გუნდის მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლის გატანა მოახერხა. ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში კრისტიანს 5 მატჩი აქვს ჩატარებული. ტელიოს გამოსასყიდი სატრანსფერო თანხა 7,5 მილიონს შეადგენს.
|
კატეგორია: სპორტის ამბები |
ნანახია: 585 |
დაამატა: shotson-admin
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]